შრომით ხელშეკრულება

შრომითი ხელშეკრულება – სამსახურიდან განთავისუფლება

შრომითი ხელშეკრულება არის სამართლებრივი ხელშეკრულება , რომელიც ადგენს წესებს , რომლებიც არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას .  შრომითი ხელშეკრულება არის სავალდებულო იურიდიული შეთანხმება,  რომლის ხელშეკრულების პირობები მოიცავს, როგორც თითოეული მხარის უფლებებს, ასევე პასუხისმგებლობებს, ასევე შესაძლებლობას მოითხოვოს გამოსწორება ან გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე ვერ ასრულებს ხელშეკრულების პირობებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს ინდივიდუალური შეთანხმება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ან კოლექტიური. ნებისმიერი ტიპის შრომითი ხელშეკრულების დებულებებში განიხილება მთელი რიგი სხვადასხვა საკითხები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, სამსახურიდან გათავისუფლების პროცესთან და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შეღავათებით, რომელსაც თანამშრომელი მიიღებს ამ ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად. ამ ტიპის დებულებები გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რას მოელიან თითოეული მხარისგან, ასევე იძლევა საფუძველს იმის შესაფასებლად, რამდენად კარგად ამართლებენ დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ამ მოლოდინებს.

შრომის კოდექსი არის იურიდიული კოდექსი , რომელიც არეგულირებს დასაქმების პრაქტიკას და შრომით ურთიერთობებს. შრომის კოდექსი ადგენს კერძო თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, სამუშაო პირობებს, მათ შორის მაქსიმალური სამუშაო საათების და ზეგანაკვეთური საათების მოცულობას, ასევე თანამშრომელთა შეღავათებს, როგორიცაა შვებულების ანაზღაურება , მეცამეტე თვის ანაზღაურება და საპენსიო ანაზღაურება და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი გვაქვს მაინც უნდა ითქვას რომ დამსაქმებლები მას დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ, ალბათ კლასგარეშე ლიტერატურას უფრო უნდა განაკუთვნებენ… სწორედ ეს გარემოება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ ვისწავლოთ, ვასწავლოთ და შევცვალოთ.

რა შემთხვევაში შეიძლება შეგვიწყდეს შრომითი ხელშეკრულება? რა საფუძვლით შეუძლია დამსაქმებელს გაგვათავისუფლოს?

  1. ეკონომიკური გარემოებები/რეორგანიზაცია, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამ დროს რეორგანიზაციის საფუძვლები უნდა არსებობდეს რეალურად და რეორგანიზაციის ფაქტი უნდა ემსახურებოდეს დანახარჯების შემცირებას სამუშაო ძალის შემცირების გზით;
  2. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
  3. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
  4. მხარეთა წერილობითი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ხშირად ამ გარემოებას დამსაქმებელი ბოროტად იყენებს და დავის გამოსარიცხად გაიძულებთ რომ დაწეროთ სამსახურიდან წასვლის განაცხადი, ან გაიძულებთ ხელი მოაწეროთ გათავისუფლების შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ირიბად ან პირდაპირ გემუქრებათ ცუდი რეკომენდაციის გაწევით სხვა დამსაქმებელთან; დაიმახსოვრეთ, ამ დროს უეჭველად მიმართეთ კვალიფიციურ! ადვოკატს;
  5. შრომითი ხელშეკრულების/ შინაგანაწესის(იმ შემთხვევაში თუ შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია) უხეში დარღვევა. აქ უნდა იცოდეთ, რომ სიტყვა უხეში მყარად უხეშს ნიშნავს, რასაც შეუქცევადი უარყოფითი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს. ზოგჯერ სამუშაო ადგილზე 10-15 წუთით გვიან გამოცხადება უხეში დარღვევა არ არის.
  6. კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარჩვევების სამუშაოს მოთხოვნებთან შეუსაბამობა. პრაქტიკაში ეს პუნქტი რთული სამტკიცებელია დამსაქმებულისთვის, თუ მისთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდელ ეტაპზე მცდარი მონაცემები არ მიგიწოდებიათ;
  7. შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენს მიმართ უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
  8. დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობა. ამ უკანასკნელად ითვლება თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო შრომისუუნარობის ვადა აღემატება 60 დღეს (შვებულებების გამოკლებით);
  9. გათავისუფლების საფუძველია გაფიცვის უკანონოდ ცნობა სასამართლოს მიერ, ან სასამართლოს გადაწყვეტლების/ განაჩენის ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
  10. იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

განსხვავებული მოწესრიგება არსებობს ორსულის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩამოთვლილი ამ უძირითადესი საფუძვლების გარდა, პრაქტიკულად გამოერიცხება დამსაქმებელს თქვენი გათავისუფლების შესაძლებლობა. თუ დასაქმებული კანონის დარღვევით გაგათავისუფლებთ, თქვენ წარმოგეშვებათ განაცდურის, სამუშაოზე აღდგენის ან კომპენსაციის, ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.