ადვოკატი მეტრეველი

როგორ გამოვითვალოთ სესხის დღიური პროცენტი

ადვოკატი დავით მეტრეველი – როგორ გამოვითვალოთ სესხის დღიური პროცენტი?

იცოდით, რომ ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც კომერციულ ბანკებში გამოყენებული სესხის მართვის პროგრამები არასწორად არიცხავენ სესხზე მომხმარებელს პროცენტს?

იმისათვის, რომ თავიდან ავითვალოთ მსგავსი შემთხვევები, საჭიროა ვიცოდეთ როგორ გამოვითვალოთ სესხის დღიური პროცენტი.

ძირითადად, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები  გაიცემა ანუიტეტის ფორმულით აგებული გრაფიკებით.

ანუიტეტის ფორმულაზე დაყრდნობით დაწერილი პროგრამა  თავად ითვლის პროცენტს, რომელიც ნაშთის თანაბრობის პირობებში, ერთი და იგივეა, ხოლო თქვენი სესხის “ფეიმენთის” გადასახდელ თვიურ თანხაში ძირის წილის გაზრდა – შემცირებით განისაზღვრება სესხის ვადა.

მაგალითად, თუ თქვენს სესხზე, ხელშეკრულების მიხედვით,  ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 12 %, თვიური პროცენტი გამოითვლება დღეების მიხედვით, მიმდინარე ძირის კომპონენტის გათვალისწინებით.

მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ სესხი 120 000 ლარის ოდენობით 1 წლის წინ და თუ პირობითად, დღეს ძირი თანხა გაქვთ დარჩენილი 100 000 ლარი.

ეს ნიშნავს, რომ ამ თვეს, თქვენ 100 000 ლარის 12 %-დან დაგეთვლებათ დღიური პროცენტი (100000*12%/365= 32.87).

საბანკო სესხზე დღიური პროცენტის აღსაქმელად გამარტივებული ფორმულა ასეთია: სესხის დარჩენილი ძირის თანხა * ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე (არა ეფექტურზე, არამედ ხელშეკრულებაში მითითებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე)/ წელიწადის დღეების რაოდენობაზე (365 ან 366), რაც უდრის თქვენს დღიურ პროცენტს).

მაშასადამე, თქვენი დღიური პროცენტი შეადგენს დაახლოებით 33 ლარს, ხოლო თვეში მოგიწევდათ 1000 ლარიანი საპროცენტო ხარჯის გაღება.

თანხა რომელსაც 1000 ლარს ზემოთ გადაიხდით, მიმართული  იქნება ძირისკენ.

აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ გაქვთ საშეღავათო პერიოდის ან სხვა გარემოების გამო დაგროვილი პროცენტი, უპირველესად დაიფარება აღნიშნული პროცენტი.

ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ სესხზე შესაძლოა გქონდეთ წინსწრების საკომისიო არაუმეტეს წინსწრებით დაფარული თანხის 2 %-ის ოდენობით.

დარიცხული პროცენტის გამოთვლის წესის ცოდნა, მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა.

სხვა საინტერესო სტატიებისთვის გვეწვიეთ “სამართლის ხელის” და მეტრეველის ბლოგზე.