იურიდიული პირებითვის

ადვოკატი დავით მეტრეველი გთავაზობთ საადვოკატო მომსახურებას იურიდიული პირებისთვის.

საბაზისო პაკეტი
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს ის სამეწარმეო სუბიექტები, რომლებიც საქმიანობის
სპეციკიდან გამომდინარე არ საჭიროებენ რეგულარულ იურიდიულ მომსახურებას.
პაკეტში შედის:
• იურიდიული კონსულტაცია;
• იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით;
• გასაფორმებელი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება/ სამართლებრივი დასკვნების
მომზადება;
• კომპანიის სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება (გარდა
რეორგანიზაცია/ ლიკვიდაციისა).
წლიური – 15 000 ლარიდან (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, მეწარმე სუბიექტის მახასიათებლის
გათვალისწინეით.

სტანდარტული პაკეტი
გამიზნულია მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც ბაზარზე აქტიურად ოპერირებენ და
რეგულარულად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას.
პაკეტში შედის:
• იურიდიული კონსულტაცია;
• ბანკთან/ მესამე პირებთან მოლაპარაკებების ეტაპზე მხარდაჭერა/ იურიდიული
რისკების გადაზღვევა/ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა(თვეში არაუმეტეს 6
საათისა);
• იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით;
• გასაფორმებელი დოკუმენტაციის იურიდიული გამართულობის შემოწმება/
განმარტებითი ბარათის წერილობითი ფორმით მომზადება;
• კომპანიის სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტაციის
მომზადება/რეგისტრაცია/სამართლებრივი დასკვნის წერილობითი ფორმით
მომზადება (გარდა რეორგანიზაცია/ ლიკვიდაციისა);
• ურთიერთობა ნოტარიუსთან;
• უძრავი ქონების რეგისტრაცია/ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა;
• გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
• შესაგებლისა და ადმ. საჩივრის დაწერა;
წლიური 28 800 ლარიდან (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, მეწარმე სუბიექტის მახასიათებლის
გათვალისწინეით.

პაკეტი ექსტრა
• იურიდიული კონსულტაცია;
• ყოველწლიური იურიდიული აუდიტი/ გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთოის
არსებობისას, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან გაფორმებული სრული
დოკუმენტაციის შესწავლა/ სამართლებრივი რისკების განსაზღვრა/ გადახდის
გრაფიკისა და გადახდების ამონაწერის დადარება;
• საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობა/ მოლაპარაკების წარმოება/
ოპტიმალური სასესხო პროდუქტის აღების მიზნით კლიენტზე კონსულტაციების გაცემა;
იურიდიული რისკების გადაზღვევა; შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციებიების
მომზადება;
• სატენდერო დოკუმენტაციის მოწესრიგება/რეკომენდაციების გაცემა;
• მესამე პირებთან მოლაპარაკებების ეტაპზე მხარდაჭერა/ იურიდიული რისკების
გადაზღვევა/ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
• იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
• გასაფორმებელი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება/ სამართლებრივი დასკვნების
წერილობითი ფორმით მომზადება;
• კომპანიის სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტაციის
მომზადება/რეგისტრაცია/სამართლებრივი დასკვნის წერილობითი ფორმით
მომზადება(გარდა რეორგანიზაცია/ ლიკვიდაციისა);
• ურთიერთობა ნოტარიუსთან;
• უძრავი ქონების რეგისტრაცია/ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა;
• წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, საჯარო და კერძო
დაწესებულებებთან;
• დოკუმენტაციის მომზადება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ჩინურ, არაბულ და ირანულ
ენებზე;
• კომპანიის თანამშრომლებისთვის შეღავათიანი ტარიფები სისხლის/სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ, მათ შორის საიმიგრაციო სერვისებზე;
• მომსახურება როგორც აუთსორს, ისე ადგილზე (ცენტრალიზებული სისტემით);
წლიური ღირებულება 44 000 ლარიდან (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების
გარეშე);
ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, მეწარმე სუბიექტის მახასიათებლის
გათვალისწინეით.

მოქმედებს გადახდის კომპანიაზე მორგებული სისტემა.

*მითითებული ტარიფები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა
(დამწყები საწარმო), გარდა შემთხვევებისა, როცა მეწარმე სუბიექტი შექმნილია
რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში
გადაცემის საფუძველზე.