საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, განქორწინება მეტად რთულ და გადაულახავ ბარიერებთან ასოცირდებოდა, თუმცა დღესდღეობით, განქორწინება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. არსებობს უთვალავი კვლევა ურთიერთსაწინააღმდეგო სტატისტიკით განქორწინების შესახებ, რომლის მონაცემები მიუთითებს ქორწინების ორ პერიოდზე, როდესაც განქორწინება ყველაზე ხშირია, ესენია: 1-2 წელი და 5-8 წელი. შეერთებულ შტატებში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 8 წელია . ეს არის საშუალო დრო ქორწინებიდან განქორწინებამდე. ხოლო ქორწინებასა და განშორებას შორის საშუალო პერიოდი 7 წელია.
მიუხედავად, იმისა რომ განქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა დღევანდელ საზოგადოებაში, ის მაინც რჩება სერიოზულ, სტრესულ, ცხოვრების შემცვლელ გამოცდილებად თავისი მრავალი ემოციური და სამართლებრივი შედეგებით. თუ თქვენ ფიქრობთ განქორწინებაზე, შეიძლება დაბნეული იყოთ განქორწინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული საკითხებით. ეს სტატია კი იძლევა კარგ ახსნას განქორწინების პროცესთამ დაკავშირებული ამ იურიდული საკითხების შესახებ.
მხარეების თანხმობის შემთხვევში, ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება) ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც ცოლ-ქმარი ერთდროულად გამოცხადდება იუსტისციის სამინისტროში და შეავსბენ შესაბამის ქორწინების შეწყვეტის განაცხადს. ხოლო თუ ერთ-ერთი მხარეს არ სურს ქორწინების შეწყვეტა, ან თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხორციელდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
თუ თქვენ და თქვენს მეუღლე შეძლებთ განქორწინებას სასამართლო პროცესის გარეშე მაშინ განქორწინება ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად სტრესული იქნება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, თქვენ დაგჭირდებათ კარგი ადვოკატი, რომელსაც შეუძლია თქვენი საქმე განიხილოს მოსამართლის წინაშე. თქვენ ძირითადად ეძებთ ორ რამეს: ადვოკატს, რომელმაც იცის სწრაფი გადაწყვეტის მნიშვნელობა და ამავე დროს ადვოკატს, რომლიც მზად არის იბრძოლოს თქვენთვის, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.
ადვოკატი დავით მეტრეველი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ორივე შემთხვევაში.
მნიშველოლოვანია რომ განქორწინებამდე მოერიდოთ ახალ ურთიერთობების დაწყებას რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება განქორწინების პროცესში თქვენს შედეგებზე უარყოფითად აისახოს. ახალი ურთიერთობის დაწყების ნაცვლად, დრო გაატარეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან განქორწინების საბოლოო დასრულებამდე. იფიქრეთ საკუთარ თავზე და ემოციურ მდგომარეობაზე. განქორწინება ნამდვილად არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მზადყოფნა შეიძლება დაეხმაროს რთული პროცესის უფრო მშვიდად წარმართვაში ორივე მხარეს.

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, “სამართლის ხელი”-ის და იურიდიული კომპანია “მეტრეველი”-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საკორპორაციო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ექსპერტ-ადვოკატი.