განქორწინება ქონების გაყოფა

განქორწინების ფინანსური შედეგები – ქონების განაწილება

განქორწინების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ოჯახის აქტივებისა და ვალების სწორი განაწილება. იმისათვის, რომ მიიღოთ თქვენი სამართლიანი წილი განქორწინების მოლაპარაკებების დროს, მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ რას გაკუთვნებთ კანონმდებელი.  ოჯახის ზოგიერთი აქტივი აშკარაა. ნათელია, რომ თქვენი სახლი, ნებისმიერი ფინანსური ანგარიში და მანქანები არის აქტივები, რომლებიც თანაბრად უნდა გაიყოს. ზოგიც კი, არც თუ ისე ნათლად გასამიჯნია, მაგალითად ნამუშევრები, საპენსიო ფონდი, მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეიძლება არ მუშაობდეთ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთები, უფლებები და სხვა.

აქტივებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკრედიტო და არასაკრედიტო ვალდებლებებზეც,  არ აქვს მნიშვნელობა ვის სახელზეა დავალიანება. ნებისმიერი დავალიანება გაიყოფა კანონის ან საქორწინო ხელშეკრულების წესების მიხედვით.

შეაგროვეთ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები

განქორწინებამდე დაგჭირდებათ დოკუმენტაცია , რომელიც აჩვენებს თქვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალს. თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ სრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები, დაგჭირდებათ ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

შემოსავლის დადგენა ცოტა უფრო რთულია, თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე ხართ თვითდასაქმებული. ასეთ შემთხვევაში, საბანკო ანგარიშების და ფინანსური ბიზნეს ანგარიშების ანალიი მოგცემთ შემოსავლის ნათელ სურათს. კარგი იდეაა ამ ცნობების გაკეთება განქორწინებამდე. ეს დაგეხმარებათ სავალდებულო სარჩოსა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაში.  შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და თქვენი ადვოკატი დაგეხმარებათ დანარჩენში.

ერთობლივი ფინანსური ანგარიშების შეფასება

თუ თქვენ გაქვთ შემნახველი ანგარიშები ან რაიმე ტიპის საინვესტიციო ანგარიშები და გეშინიათ, რომ თქვენი მეუღლე დაარღვევს მათ, უნდა გაითვალისწინოთ რომ შესაძლებელია ანგარიშების გაყინვა (დაყადაღება). რა თქმა უნდა, თქვენ წინასწარ უნდა განიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომლის განხორციელებასაც აპირებთ ერთობლივ ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით თქვენს ადვოკატთან. ეს დაგვწხმარება მნიშვნელოვანი უკუშედეგებიდ თავიდან აცილებაში.

დახურეთ ყველა ერთობლივი საკრედიტო ანგარიში

სანამ დაშორდებით, თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია დახუროთ ყველა ერთობლივი საკრედიტო ანგარიში, როგორც სადებეტო, ისე საკრედიტო.

თუ ვერ ახერხებთ დავალიანების დაფარვას ან ანგარიშსწორების შეთანხმებას, თქვენ უნდა გაყინოთ ანგარიშები. ეს შეგიშლით ხელს ანგარიშის გამოყენებას, დაგიცავთ გრძელვადიან პერსპექტივაში. განქორწინების საბოლოო დასრულების შემდეგ, ანგარიშზე არსებული ნაშთი შეიძლება გადაეცეს იმ მხარეს, რომელსაც სასამართლო მიიჩნევს დავალიანებაზე პასუხისმგებლად. თუ პასუხისმგებელი მხარე არ იხდის ვალს, მაშინ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ ეს გავლენას მოახდენს თქვენს საკრედიტო რეიტინგზე.

და ბოლოს, დარწმუნდით, რომ ყველა საკრედიტო ბარათის გადასახადი გადახდილია. განქორწინების პროცესს შეიძლება თვეები დასჭირდეს და საკმარისია მხოლოდ ერთი დაგვიანებული გადახდა თქვენი კრედიტი ინფოს რეიტინგის გასაფუჭებლად.

განსაზღვრეთ ახალი ბიუჯეტი განქორწინების შემდეგ

თქვენი განქორწინების შემდგომი ბიუჯეტის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა განსაზღვროთ, ცხოვრების ხარჯები განქორწინების შემდეგ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შემოსავალი შეიძლება მკვეთრად შემცირდეს განქორწინების შემდეგ. ამის გამო, უმჯობესია მოამზადოთ ახალი ბიუჯეტი, იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ გადასახადებს, რომლებსაც მოგვიანებით ვერ გადაიხდით.

ასევე გაითვალისწინეთ ადვოკატის და საპროცესო ხარჯები იმ შემთხვევისთვის თუ საქმე სასამართლომდე მივა.

მიიღეთ გადაწყვეტილება დარჩენა ან ცალკე გადასვლა.

თუ თანაცხოვრება შესაძლებელია, ჩვეულებრივ, თქვენს ინტერესებშია დაახანოთ სახლიდან გადასვლა განქორწინების პროცესის დასრულებამდე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მზად ხართ იცხოვროთ თქვენი მეუღლისგან განცალკევებით, დარჩენის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, გასვლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ინტერესზე ქონების მიმართ. თუ თქვენ გადახვალთ სახლიდან და თქვენი მეუღლე იხდის იპოთეკას მთელი დროის განმავლობაში, როდესაც თქვენი განქორწინების საქმე განიხილება,  ამ ფაქტმა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.  თუ სიტუაცია ძალიან სტრესული ხდება და გრძნობთ, რომ უნდა გადახვიდეთ, შეგიძლიათ განაგრძოთ იპოთეკის ნაწილის გადახდა.