5 რჩევა ადვოკატისგან ცხოვრების გასამარტიველად

5 რჩევა ადვოკატისგან ცხოვრების გასამარტივებლად

1) ყოველთვის წაიკითხეთ რას აწერთ ხელს და აუცილებლად გადაუღე სურათი, მაშინაც კი თუ ეს დოკუმენტი ძალიან უმნიშვნელო გეჩვენებათ ან გადმოგეცემათ თქვენი პირი ასლი. არის შემთხვევები, როდესაც მოგვმართავენ მომხმარებლები სახელშეკრულებო დავებში დახმარების თხოვნით, ხშირ შემთხვევაში ასეთები არიან კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები ან თვითდასაქმებულები, იურისტთან მოსულს მათ არ აქვთ ხელშეკრულების ეგზემპლარი, ჩვენთან მოსული კლიენტები აღნიშნავენ, რომ არ ახსოვთ რაზე მოაწერეს ხელი, ან როდის. ხოლო მეორე მხარე განგებ აყოვნებს ხელშეკრულების პირის ჩვენთვის გადმოცემას, ზოგ შემთხვევაში სასამართლოში წასვლა ხდება ერთადერთი გზა ხელშეკრულების გასაცნობად. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სმარტფონში ან დრაივზე შენახული დოკუმენტაცია უფრო საიმედოდ ენახება გამოუცდელ მომხმარებელს, ვიდრე მატერიალურად დედნის სახით. საქმიანი კომუნიკაცია აწარმოეთ ყოველთვის წერილობით, უმჯობესია შესაბამისი იდენტიფიცირებული მეილით.

2) საკუთარი თავი და ოჯახი გადააზღვიე იურიდიული რისკებისგან თუ რეგულარულად გიხდება ხელშეკრულებების გაფორმება, აუცილებლად დააყენეთ თქვენი ადვოკატის / იურისტის ნომერი(598 57 77 03 -დავით მეტრეველი) სწრაფი წვდომის ღილაკზე. დაიმახსოვრეთ, უმჯობესია სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოიყენო შპს როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმა, იგი თქვენი პერსონალური ქონებისგან სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებულ ქონებას მიჯნავს. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით, ან მიღება-ჩაბარების აქტით თქვენ თვითონ ეთანხმებით სხვაგვარ მოწესრიგებას. დაიმახსოვრეთ, ყველა საზიანო პირობა იქაა ჩადებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. ხშირად, ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დოკუმენტებში. თუ ტექსტი სპეციფიკური ენითაა დაწერილი ან რაიმე საკითხზე ეჭვი გეპარებათ, სასწრაფოდ დაუკავშირდით იურისტს.

3) ყოველთვის გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულებები თუ საკითხი მნიშვნელოვნებით გამოირჩევა, ყოველთვის გააფორმეთ წერილობითი შეთანხმებები. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ დაგეხმარებათ ისეთი შეთანხმებებიც კი, რომლებიც ხელსახოცზეა დაწერილი, ირკვევა დადების თარიღი და ხელი აქვს მოწერილი. კი, მართალია ასეთი მიდგომა დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რისი გადატანაც თქვენ მოგიხდებათ თუ არ გექნებათ წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. განსაკუთრებით თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს ეხებათ აღნიშნული პუნქტი.

4) არასოდეს აღიაროთ ვალდებულება, ვიდრე თქვენი ადვოკატი არ იქნება შესაბამისად ინფორმირებული ზოგჯერ, კონკრეტულ მომენტში, მომხმარებელი გაბრაზების, ზეწოლის ან სტრესის ქვეშ აღიარებს ხოლმე რაიმე, თუნდაც არარსებულ ვალდებულებას, მხოლოდ იმისთვის რომ ამ მომენტისთვის თავი აარიდოს ზეწოლას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გიმტკიცებენ, რომ ზიანი თქვენი ან თქვენი კომპანიის მოქმედების შედეგია, უბრალოდ დადუმდით და დაელოდეთ პირველივე წუთს, როდესაც შეგეძლებათ თქვენს ადვოკატთან გასაუბრება. ზოგ შემთხვევაში, პირები, რომლებიც ვალდებულებას აღიარებენ, სულაც არ არიან კანონის მიერ მიჩნეულნი იმ პირებად, ვისაც პასუხისმგებლობა უნდა გარდახდეთ.

5) სმარტფონზე დააყენეთ საუბრის ჩამწერი, ასევე ეცადეთ მალსახმობზე გეყენოთ აუდიო ჩამწერისა და კამერის ღილაკები. კერძო საუბრის ჩამწერს რაც შეეხება, მართალია ხშირ ზოგ შემთხვევაში დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მისი დატვირთვაა კომუნიკაციის მეორე მხარის იძულება და შესაბამისი მოლოდინების შექმნა.