მემკვიდრეობის მიღება

მემკვიდრეობის მიღება

მემკვიდრეობის ძირითადი საკითხები და პრობლემები, როდესაც რეკომენდებულია მივმართოთ იურისტს.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც დასაქმებულებისათვის უქმე, შესაბამისად, ნაკლებად დატვირთული დღეები იყო, ხშირად მოგვმართავენ მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით, უნდათ მემკვიდრეობის მიღება.
ზოგადად, საქართველოში მტკიცედ არსებობს ტენდენცია რომლის მიხედვითაც მემკვიდრეები მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ახანებენ ხოლმე მემკვიდრეობის მიღებას და შესაბამისი პროცედურის დაწყებას, რაც ხშირ შემთხვევებში პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება.
ამიტომ, მართებულად ჩავთვალეთ მემკვიდრეობის საკითხზე ზოგადი, მაგრამ ფუძემდებლური განმარტებები გაგვეკეთებინა.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ძირითად თეზისებს გამოვნაკვთავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სამკვიდროს მიღების 6 თვიან ვადას გავუშვებთ, ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა ვარიაციები არსებობს სამკვიდროს მისაღებად, ზოგიერთით შეიძლება მივიდეთ შედეგამდე კოლოსალური დანახარჯებით, ზოგიერთით შეიძლება ვერ მივიდნენ შედეგამდე მიუხედავად დანახარჯებისა და საქმე მეტად გავირთულოთ, ასე რომ კვალიფიციური იურისტის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად და მინიმალური დროისა და ფინანსური სახსრების დანახარჯებით შედეგზე გასასვლელად.
მემკვიდრეობის საკითხს უმთავრესად სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს.
არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა.
კანონით მემკვიდრეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ცოცხლები არიან მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის, ასევე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლები დაიბადებიან.
ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს ყველა პირი, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია, ასევე ჩანასახიც, მიუხედავად იმისა იგი მამკვიდრებლის შვილია თუ არა, ასევე ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს იურიდიული პირიც, იმ შემთხვევაში თუ მასზე სამეწარმეო რეესტრში არსებობს რეგისტრირებული მონაცემი.
კანონით მემკვიდრეობის დროს არსებობს რიგითობა, რომლის დაცვაც სავალდებულოა. ყოველი წინა რიგის მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას.
I რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მამკვიდრებლის შილები, მათ შორის მისი გარდაცვალების შემდეგ დაბადებული, ასევე ნაშვილები; მშობლები, მეუღლე;
II რიგის მემკვიდრეებს მიეკუთვნებიან დები და ძმები, ან მათი შვილები, თუ დები და ძმები სამკვიდროს გახსნის მომენტში გარდაცვლილები არიან.
III რიგის მემკვიდრეებს პაპა, ბებია ან თუ ისინი ცოცხლები აღარ არიან აღმავალი ხაზის ნათესავები.
IV რიგში ბიძები და დეიდები, მამიდები;
V ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ან თუ ისინი ცოცხლები აღარ არიან- მათი შვილები.
სამკვიდროს მიღების პროცედურას აქვს თავისი საკუთარი, მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციები, სხვადასხვა ვარიაციები.
ძირითადი პრობლემები რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ და რეკომენდებულია დაგეხმაროთ ადვოკატი არის:
1) ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული დავები;
2) ქორწინების გარეშე შობილი ბავშვის მამის მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებული დავები;
3) სამკვიდროს დაცვა-მართვასთან დაკავშირებული დავები;
4) ანდერძის მემკვიდრეობისას პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებული დავები;
5) მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობა- მართვით სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავები;
6) კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების საკითხი;
7) სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ან უღირს მემკვიდრედ ცნობა;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ, დაგეხმარებით.
სხვა საინტერესო სტატიებისთვის მოგვყევი ბლოგზე!